Monday, December 17, 2012

ნილს ბორი

ნილს ბორი დაიბადა 1885 წლის 7 ოქტომბერს კოპენჰაგენში და გარდაიცვალა 1962 წლის 18 ნოემბერს. ის გახლავთ დანიელი ფიზიკოსი, თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში. ის გახლდათ მათემატიკოსი ჰარალდ ბორის ძმა და ნობელის პრემიის ლაურეატის ოგე ბორის მამა. მანჰეტენის პროექტის ერთ-ერთი თანამონაწილე. საწყისი განათლება მომავალმა მეცნიერმა, გამელჰოლმის სკოლაში მიიღო, რომელიც 1903 წელს დაამთავრა. 23 წლის ასაკში დაამთავრა კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, სადაც ძალზედ ნიჭიერი ფიზიკოსის რეპუტაცია მოიპოვა. 1908-1911 წლებში ნილს ბორმა გააგრძელა მუშაობა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში. აქ იგი ლითონების კლასიკურ ელექტრონულ თეორიას იკვლევდა, რამაც შემდგომში მისი სადოქტორო დისერტაციას საფუძველი ჩაუყარა. მეორე მსოფლიო ომის დროს ბორი საცხოვრებლად გადავიდა ჯერ ინგლისში ხოლო შემდეგ აშშ-ში, სადაც თავის ვაჟთან ოგე ბორთან ერთად მანჰეტენის პროექტზე მუშაობდა. გარდა ფიზიკისა ნილს ბორი დიდ ყურადღებას აქცევდა ბიოლოგიას და ფილოსოფიას. იგი იყო 20-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, მრავალი ნაციონალური და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. ბორის მოსვლამდე რეზერფორდის ლაბორატორიაში უკვე ტარდებოდა ექსპერიმენტები, რომლებმაც მეცნიერები ატომის პირველი პლანეტარული მოდელის შექმნამდე მიიყვანა. ალფა-ნაწილაკების გამოყენებით ჩატარებულმა ცდებმა, რეზერფორდი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ატომის ცენტრში განლაგებულია მცირე ზომის ატომბირთვი, რომელშიც კონცენტრირებულია თითქმის მთელი მასა, ხოლო მის გარშემო განლაგებულია ელექტრონები. ვინაიდან ცნობილი იყო რომ ატომი ელექტრულად ნეიტრალურია, რეზერფორდმა ივარაუდა, რომ ელექტრონების ჯამური მუხტი ბირთვის მუხტის ტოლია და აქვს საპირისპირო ნიშანი. ამ შედეგმა დიდი გადატრიალება მოახდინა ფიზიკაში, თუმცა მაინც რჩებოდა მრავალი აუხსნელი მოვლენა, როგორიც არის იზოტოპების არსებობა. ამ მომენტიდან საქმიანობაში ჩაერთო ახალგაზრდა ბორი, რომელმაც დაადგინა, რომ ნივთიერების ქიმიური თვისებები განისაზღვრება ელექტრონების რაოდენობით, ანუ მუხტით და არა მასით. ყოველივე ეს ხსნიდა იზოტოპების არსებობას.ზემოთხსენებულ მოვლენას მოჰყვა არა ერთი აღმოჩენა, რომელიც უშუალოდ ატომის აგებულებას შეეხებოდა. რეზერფორდის ლაბორატორიაში მუშაობის შემდეგ ბორი დაბრუნდა სამშობლოში, სადაც 1916 წელს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობაზე დაინიშნა. 1920 წელს ბორმა დაარსა თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი და მისი დირექტორი გახდა. მეცნიერების მიერ ჩამოყალიბებულმა ინსტიტუტმა დიდი როლი შეასრულა კვანტური ფიზიკის განვითარებაში. ბორის სკოლა გაიარეს XX საუკუნის ისეთმა მეცნიერებმა როგორებიც იყვნენ: ფელიქს ბლოხი ; ოგე ბორი ; ვიქტორ ვაისკოფი ; ლევ ლანდაუ. ბორის ინსტიტუტს არაერთხელ ესტუმრა ვერნერ ჰაიზენბერგი ზუსტად იმ დროს, როდესაც იქმნებოდა მისი „განუსაზღვრელი პრინციპი". ამავე ინსტიტუტში მიმდინარეობდა ნილს ბორსა და ერვინ შრედინგერს შორის, რომელიც აქტიურად იცავდა ტალღურ თეორიას. რეზერფორდის ლაბორატორიაში გატარებული წლების შემდეგ, ბორი სულ უფრო დიდ ყურადღებას აქცევდა ბირთვულ თემატიკას. 1936 წელს მან შეიმუშავა ატომის ახალი მოდელი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბირთვის დაყოფის პრობლემების შესწავლისას. ბორმა იწინასწარმეტყველა ურანის ბირთვის სპონტანური დაშლა. ბორმა აგრეთვე შეიმუშავა შესაბამისობის პრინციპი, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდა მაკრო და მიკრო სამყაროების შორის კავშირის დადგენა. ნილს ბორი 1962 წლის 18 ნოემბერს, კოპენჰაგენში, საკუთარ სახლში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ჩემი აზრით ნილს ბორი იყო ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ფიზიკოსი , რომელმაც დიდი ცვლილებები შეიტანა ფიზიკის განვითარებაში 1. თქვენი თეორია სიგიჟეა, თუმცა არც იმდენად, რომ ჭეშმარიტება იყოს. 2. და თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია ისაუბროს კვანტურ თეორიაზე ძილის მოგვრის გარეშე, ჯერაც ვერ გაუგია საწყისები მის შესახებ. 3.არასდროს ილაპარაკო უფრო სწრაფად, ვიდრე ფიქრობ. 4. გაზომვამდე არაფერი არსებობს. 5. ზოგიერთი საგანი იმდენად სერიოზულია, მათზე უნდა იცინოთ. 6. ტრივიალურობა მტკიცებაა, რომლის საპირისპირო მცდარია. თუმცა, უდიდესი ჭეშმარიტება არის მტკიცება, რომლის საპირისპირო შესაძლოა ასევე დიდი ჭეშმარიტება აღმოჩნდეს. 7. რა შესანიშნავია, რომ პარადოქსს შევხვდით. ახლა შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ წინ წავიწევთ! 8.თუ კვანტურმა მექანიკამ მნიშვნელოვნად არ შეგძრათ, თქვენ ის ჯერ არ გაგიგიათ. 9.აინშტაინ, გეყო ღმერთისთვის მითითებების მიცემა. ხშირად ციტირებენ ამ დასასრულით:"...ამ კამათლით." 10. ჩემი ნათქვამი ყოველი წინადადება უნდა მიიღოთ არა როგორც მტკიცება, არამედ როგორც შეკითხვა. 11. ძალიან ძნელია ზუსტი პროგნოზის გაკეთება, განსაკუთრებით მომავლის შესახებ. 12. ექსპერტი არის ადამიანი, რომელმაც ყველა შეცდომა დაუშვა, რაც კი შესაძლებელია ძალიან ვიწრო სფეროში. ჩემი აზრით ნილს ბორი იყო ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ფიზიკოსი , რომელმაც დიდი ცვლილებები შეიტანა ფიზიკის განვითარებაში

No comments:

Post a Comment