Thursday, December 20, 2012

მანჰეტენის პროექტი

ცნობილი დანიელი ფიზიკოსი ნილს ჰენრიკ დევიდ ბორი ასევე იყო მანჰეტენის პროექტის ერთ-ერთი თანამონაწილე . მანჰეტენის პროექტი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფარული ოპერაცია,რომელმაც სჰეცვალა მსოფლიოს ყველაზე დიდი მსოფლიო ომი. პარკის სერვისის სასჰუალებით გიაამბობთ ამ ისტორიას. 1942 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო უპრეცენდენტო კვლევა და წარმოების პროგრამა თეორიული მეცნიერების ზღვარზე. მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ შეექმნათ იარაღი მეორე მსოფლიო ომის დასამთავრებლად. ეს იყო პიკი, მანჰეტენის პროექტი იყო ისეთივე დიდი როგორც ავტო ინდუსტრიალ. 130 000 ადამიანი იქნა დასაქმებული ამ პროექტით. საზოგადოებას უმალავდნენ პროექტის მეცნიერებს , ინჟინრებს და მალულად შეიმუშავეს პირველი ატომური ბომბი , პირველი მცდელობა წარმატებით დასრულდა. მანჰეტენის პროექტი იყო მაერიკელი, კანადელი, ინგლისელი და გერმანელი მეცნიერების ჯგუფის სახელწოდება, რომელთა ხელმძღვანელობით 1942 წლის სექტემბერში ბირთვული იარაღი შემუშავდა. პროექტის ჩარჩოებში შეიქმნა სამი ატომური ყუმბარა: პლუტონის ‘’ტრინიტი’’ (აფეთქდა პირველ გამოცდაზე), ურანის ‘’ბიჭუნა’’ (ჩამოაგდეს ჰიროსიმაზე 1945 წლის 6 აგვისტოს) და პლუტონის ‘’სქელუა’’ (ჩამოაგდეს ნაგასაკიში 1945 წლის 9 აგვისტოს). პროექტს უძღვებოდა ამერიკელი ფიზიკოსი რობერტ ოპენჰაიმერი და გენერალი ლესლი გროუვსი. დღეს უკვე ამ ამბავს მოგვითხრობს უამრავი ფილმები წიგნბები, მუსეუმები და მეცნიერული საიტები. ახლა უკვე არსებობს ეროვნული პარკი ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორც მანჰეტენის პროექტის ეროვნული ისტორიული პარკი. არსებობს უამრავი პროექტი იმისათვის რომ დაიწყოს პარკის შესწავლა. ამრიკის შეერთებული შტატების სენატორმა ჯეფ ბინგმანმა 2004 წელს თქვა: ‘’ ჩვენ ვმუშაოთ რათა შევინარჩუნოთ ჩვენი მნისვნელოვანი ისტორიული ძეგლები,რადგან ისინი ჩვენი ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობაა და ამით მოგითხროთ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეროვნული ნაწილის შესახებ. ატომურმა იარაღმა დაასრულა ომი იაპონიაში შეჭრის გარეშე. ატომურმა იარაღმა ამერიკა ზესახელმწიფოდ გახადა. მან ასევე შეცვალა შეერთებული შტატების ღირებული სამეცნიერო კვლევები და აღმოჩენები. მეორე მსოფლიო ომამდე ამერიკა იყო მყვინთავის დონეზე მეცნიერებაში, განსაკუთრებით ფიზიკაში. რაც შეეხება იმას თუ საიდან, როგორ და რა ფარგლებში შეიქმნა მანჰეტენის პროექტი ბევრი რამ ჯერ კიდევ საეჭვოა. დღეს ატომური და წყლბადის იარაღის შექმნა ისტორიულ მოვლენათა რიცხვს მიეკუთვნება. ატომური ერის დამკვიდრება მეოცე საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. Aმ ფაქტმა მისი შემქნელი ადამიანებიც - რომლებიც შემზადებული უნდა ყოფილიყვნენ შედეგისათვის - შეაძრწუნა. ეს ის ძალაა, რომელსაც შეუძლია მოსპოს არა მხოლოდ სიცოცხლე დედამიწაზე, არამედ - მთელი პლანეტა. ჰიროსიმას და ნაგასაკის ატომური დაბომბვა იყო იაპონიის წინააღმდეგ აშშ ბირთვული შეტევის მაგალითი მეორე მსოფლიო ომის დროს. 1945 წლის 6 აგვისტოს ბირთვული ბომბი სახელად ”პატარა ბავშვი” ("Little Boy") ჩამოგდებული იქნა ქალაქ ჰიროსიმაში, ხოლო სამი დღის შემდეგ მეორე ბომბი სახელად ”მსუქანი კაცი” ("Fat Man") ნაგასაკში. მსხვერპლთა რაოდენობის ზუსტად დადგენას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს: ომისდროინდელი უზუსტო მონაცემები, ის გარემოება რომ მსხვერპლთა საერთო რაოდენობა ზოგადად საკმაოდ დიდი იყო და ისინი სხვადასხვა დროს გარდაიცვალნენ სხივური დაავადების შედეგად, აგრეთვე პოლიტიკური სპეკულაციები რომლის დროსაც მსხვერპლთა რიცხვს ხან აზვიადებდნენ ხან კი ამცირებდნენ. მიჩნეულია რომ ბირთვული დაბომბვის და მასთან დაკავსირებული გარემოებების შედეგად ჰიროსიმაში 140 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 74 000 ნაგასაკიში. ორივე ქალაქში მსხვერპლთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. იაპონიის კაპიტულაციაში ამ დაბომბვის როლი და საერთოდ მეორე მსოფლიო ომის დრო ბირთვული იარაღის გამოყენების მართლზომიერება იყო და არის კამათის საგანი. აშშ-ში გავრცელებული შეხედულების თანახმად ბირთვული იარაღის გამოყენებამ ომის დასრულება დააჩქარა და ამგვარად იხსნა იმათი სიცოცხლე ვინც დაიღუპებოდა ომი რომ კიდევ დიდი ხნით გაგრძელებულიყო, კერძოდ-აშშ რომ შეჭრილიყო უშუალოდ იაპონიის ტერიტორიაზე. იაპონიაში კი მიიჩნევენ რომ დაბომბვა საჭირო არ იყო და შეგნებულად ასეთი საშინელი ძალის მიყენება მშვიდობიან მოსახლეობაზე უზნეობაა. 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიამ გამოაცხადა კაპიტულაცია მოკავშირეთა წინაშე და ამით ოფიციალურად მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.

No comments:

Post a Comment