Friday, December 21, 2012

ნილს ბორი და ახალგაზრდა მეცნიერები

ნილს ბორი
Add caption
                  .

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნილს ბორმა დაიწყო კვანტურ ფიზიკაზე მუშაობა თავის სტუდენტებთან ერთად. გარდა ფიზიკისა ნილს ბორი დიდ ყურადღებას აქცევდა ბიოლოგიას და ფილოსოფიას. იგი იყო 20-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, მრავალი ნაციონალური და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი. 1920 წელს ბორმა დაარსა თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი და მისი დირექტორი გახდა. მეცნიერების მიერ ჩამოყალიბებულმა ინსტიტუტმა დიდი როლი შეასრულა კვანტური ფიზიკის განვითარებაში. ბორის სკოლა გაიარეს XX საუკუნის ისეთმა მეცნიერებმა როგორებიც იყვნენ: ფელიქს ბლოხი ; ოგე ბორი ; ვიქტორ ვაისკოფი ; ლევ ლანდაუ. ბორის ინსტიტუტს არაერთხელ ესტუმრა ვერნერ ჰაიზენბერგი ზუსტად იმ დროს, როდესაც იქმნებოდა მისი „განუსაზღვრელი პრინციპი". ამავე ინსტიტუტში მიმდინარეობდა ნილს ბორსა და ერვინ შრედინგერს შორის, რომელიც აქტიურად იცავდა ტალღურ თეორიას.
ეს იყო ინსტიტუტი რომელიც განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდა ფიზიკოსების ე.წ. ''გენიოსების '' კრებულს წარმოადგენდა , ბორმა ჩამოაყალიბა თავისი განთქმული ფოსფულატები, რითაც საფუძველი ჩაუყარა კვანტურ ფიზიკას.
ლფა-ნაწილაკების გამოყენებით ჩატარებულმა ცდებმა, რეზერფორდი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ატომის ცენტრში განლაგებულია მცირე ზომის ატომბირთვი, რომელშიც კონცენტრირებულია თითქმის მთელი მასა, ხოლო მის გარშემო განლაგებულია ელექტრონები. ვინაიდან ცნობილი იყო რომ ატომი ელექტრულად ნეიტრალურია, რეზერფორდმა ივარაუდა, რომ ელექტრონების ჯამური მუხტი ბირთვის მუხტის ტოლია და აქვს საპირისპირო ნიშანი. ამ შედეგმა დიდი გადატრიალება მოახდინა ფიზიკაში, თუმცა მაინც რჩებოდა მრავალი აუხსნელი მოვლენა, როგორიც არის იზოტოპების არსებობა. ამ მომენტიდან საქმიანობაში ჩაერთო ახალგაზრდა ბორი, რომელმაც დაადგინა, რომ ნივთიერების ქიმიური თვისებები განისაზღვრება ელექტრონების რაოდენობით, ანუ მუხტით და არა მასით. ყოველივე ეს ხსნიდა იზოტოპების არსებობას.ზემოთხსენებულ მოვლენას მოჰყვა არა ერთი აღმოჩენა, რომელიც უშუალოდ ატომის აგებულებას შეეხებოდა. რეზერფორდის ლაბორატორიაში მუშაობის შემდეგ ბორი დაბრუნდა სამშობლოში, სადაც 1916 წელს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობაზე დაინიშნა.

No comments:

Post a Comment